მედიის ფუნქციები


მედიის ფუნქციები
იმისათვის, რომ განსაჯოთ, თუ რამდენად კარგად ემსახურება მედია საზოგადოებას, საჭიროა ვიცოდეთ, თუ სავარაუდოდ, რა მომსახურებით უზრუნველყოფს მედია საზოგადოებას. შესაძლოა, გამოვყოთ მედიის დაახლოებით ექვსი ფუნქცია. ყოველ კატეგორიას შეესაბამება დისფუნქცია, რომელიც მედია ეთიკის სამიზნეს წარმოადგენს. მეთვალყურეობა – დღევანდელ საზოგადოებაში მხოლოდ მედიას ძალუძს, მოგვაწოდოს დროული და სრული ინფორმაცია იმ მოვლენებზე, რომლებიც ჩვენს გარშემო ან ჩვენს მიღმა ვითარდება. მედიის ფუნქციაა ინფორმაციის მოძიება, გაფილტრვა, გაანალიზება, ინტერპრეტირება და შემდგომ მისი გავრცელება ყველასათვის გასაგებ ენაზე. კერძოდ, მედიამ არჩევნებს შორის დროის ინტერვალში თვალყური უნდა ადევნოს სამი პოლიტიკური სახელისუფლებო შტოს (აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო) საქმიანობას. საზოგადოებრივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი კონსენსუსის მისაღწევად, რომლის გარეშეც მშვიდობიანი თანაარსებობა შეუძლებელია, აუცილებელია საჯარო დისკუსია. მასიურად დასახლებულ ქალაქებში დებატებისთვის საჯარო ფორუმს სწორედ მედია წარმოადგენს. მედია ცალკეულ ინდივიდს გარკვეულ ჯგუფს მიაკუთვნებს, ჯგუფებს ერის სახეს აძლევს, წვლილი შეაქვს საერთაშორისო თანამშრომლობაში. გარდა ამისა, მცირე მედია უზრუნველყოფს ლატერალურ კომუნიკაციას ერთი და იმავე ეთნიკური წარმოშობის, პროფესიის ან მისწრაფების მქონე ადამიანებს შორის - რომლებიც ხშირად გაფანტულნი არიან მასობრივ საზოგადოებაში. მსოფლიოს ახალი ამბებით უზრუნველყოფა მთელი სამყაროს შესახებ პირდაპირ და უშუალო ინფორმაციას არავინ ფლობს. პირადი გამოცდილების გარდა, ადამიანი ცოდნას მსოფლიო მოვლენების შესახებ იღებს სკოლიდან, საუბრებიდან, თუმცა მთავარ წყაროს მაინც მედია წარმოადგენს. ჩვეულებრივი პიროვნებისათვის ის არეალი, ადამიანები და საკითხები, რომლებიც მედიის ფოკუსში არ ხვდება, უბრალოდ არ არსებობენ. კულტურის გავრცელება ნებისმიერი ჯგუფის კულტურული მემკვიდრეობა თაობიდან თაობას უნდა გადაეცემოდეს: ეს არის წარსულის გარკვეული ხედვა, მსოფლიოს დღევანდელი დღე და მისი მომავალი, ფასეულობათა და ტრადიციათა ის ერთობა, რომელიც ინდივიდის ეთნიკურ იდენტურობას განსაზღვრავს. საჭიროა ყველამ იცოდეს, თუ რა გაკეთდა ან არ გაკეთდა, რა არის საზრუნავი და რა არა. სოციალიზაციის ასეთ პროცესში დასავლეთის უმეტეს ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ევროპაში, ეკლესია უკვე აღარ ასრულებს იმ როლს, რომელსაც ის წინათ ასრულებდა. ამ ფუნქციას ვეღარც ოჯახი ასრულებს, განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებში. რჩება სკოლა და მედია, რომელიც გავლენას ინდივიდებზე მთელი ცხოვრების მანძილზე ახდენს. ბედნიერების ხელშეწყობა: გართობა მასობრივ საზოგადოებაში გართობა ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ადრე, რადგან აუცილებელია ისეთი დაძაბულობის მოხსნა, რომელმაც შეიძლება ფიზიკური ან მენტალური დაავადება გამოიწვიოს. ამ ფუნქციას უმთავრესად მედია ასრულებს. მომხმარებელი მედიისგან გართობას უფრო მოელის, ვიდრე სხვა რამეს - და ეს ფუნქცია შესანიშნავად ესადაგება დანარჩენ ხუთ ფუნქციას. გაყიდვა მედია რეკლამის გავრცელების მთავარი საშუალებაა. მედია საშუალებების მესაკუთრეთა უმთავრესი მიზანი ძალიან ხშირად არის საზოგადოების ცდუნება და შემდეგ რეკლამის განმთავსებლებისათვის ფართის/დროის მიყიდვა. ისინი ცდილობენ რეკლამისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. ზოგიერთ მაყურებელს რეკლამა პოზიტიურ სამსახურს უწევს: უზრუნველყოფს ინფორმაციით, მოხმარებისა და კონკურენციის სტიმულირების გზით იწვევს ფასების (მედიის ფასების ჩათვლით) ვარდნას. კრიტიკოსები კი პირიქით თვლიან, რომ რეკლამირება იწვევს ადამიანებით მანიპულირებას, გარემოს დაბინძურებასა და სახსრების ფლანგვას.
Source: ბერტრანი კლოდ-ჟან. მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები=La Deontologie des Medias: ხარისხის კონტროლი/კლოდ-ჟან ბერტრანი; [მთარგმნ.: მანანა გიგაური; რედ.: თამარ კინწურაშვილი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2004

Georgian encyclopedia. 2013.

Смотреть что такое "მედიის ფუნქციები" в других словарях:

  • პრესის საბჭო — • უმეტეს დემოკრატიულ ქვეყნებში პრესის საბჭო არის ნებაყოფლობითი, სამი სუბიექტის (მესაკუთრეები, ჟურნალისტები, საზოგადოების წარმომადგენლები) მონაწილეობით შექმნილი ორგანო, რომლის მიზანია:დაიცვას პრესის თავისუფლება;განიხილოს მედიის წინააღმდეგ შემოსული …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»

We are using cookies for the best presentation of our site. Continuing to use this site, you agree with this.